პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების ნებართვა მისცა
გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ავთანდილ წერეთელს ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრების თანხმობა მისცა,
ავდვოკატის განცხადებით, ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.
პროკურატურამ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვა იანვრის თვეშიც დართო. მაშინ იგი სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მიმდინარე წლის 6 თებერვალს წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ ითხოვა ბიზნესმენმა მკურნალობის უცხოეთში გაგრძელებისთვის პროკურატურისგან ნებართვა კიდევ ერთხელ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც აქვს, მათ შორის, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა ავთანდილ ის გამგზავრებისთვის ნებართვას.
"თიბისი ბანკის" საქმეზე აწერეთელს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებას ედავებიან.
წყარო:newposts.ge