რა ხდება ქალის ქვეცნობიერში, როდესაც მას კაცი ხელებს ხვევს
ხელების მოხვევას ჯადოსნური ძალა აქვს. ფსიქოლოგებმა გულდასმით შეისწავლეს ეს საკითხი და დაადგინეს, რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს.
შეიძლება, გაგეღიმოთ, მაგრამ კვლევა ძალიან საინტერესოა და არც სიმართლეს არის მოკლებული. როდესაც მამაკაცი ფრთხილად უახლოვდება უკნიდან საყვარელ ქალს და ხელებს ხვევს, ამით ის წრეს კრავს. სინაზის, სითბოს, ურთიერთგაგების წრეს. ეს ცოცხალი წრეა, ემოციური და მგრძნობიარე. ამ გზით მამაკაცი გაუცნობიერებლად ეუბნება ქალს, რომ ის მისი სამყაროს ცენტრია.
მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს და ცოტა ხანი გაჩუმდით. მალე იგრძნობთ, როგორ აივსებით თბილი და სასიამოვნო ენერგიით.
როდესაც საყვარელ ადამიანს ვეხვევით, ამ დროს მას, თითქოს, ფრთები ესხმება, ის მშვიდადაა. თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს, თითქოს მდუმარე სინაზეში იძირება.
ხელების შემოხვევა ძალიან ჰგავს შეგრძნებას, რომ თითქოს მხრებზე მსუბუქი პლედი მოიხურეთ. ამ დროს ფიქრიც კი ჰაეროვანი და მსუბუქია. წარმოიდგინეთ, უბრალოდ, ხელებს გხვევენ, თქვენ კი ისე გრძნობთ თავს, თითქოს გარე სამყაროსგან გიცავენ, სადაც იმდენი პრობლემაა. აქ კი, მის მკლავებში – შეგიძლიათ მოდუნდეთ, მშვიდად და მყუდროდ იყოთ. ეს ისაა, რასაც ყველა ადამიანი გაუცნობიერებლად დაეძებს, რასაც ელოდება, რისი იმედიც აქვს.
ხშირად მოეხვიეთ საყვარელ ადამიანს. შეკარით წრე მის გარშემო! აგრძნობინეთ თავი თქვენი სამყაროს ცენტრად. დარწმუნდეს, რომ გიყვართ! მისთვის ეს აუცილებელია. ისევე, აუცილებელი, როგორც თქვენთვის!