სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში ამერიკულმა ავიაციამ თალიბების პოზიციები დაბომბა
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ განახორციელეს საჰაერო იერიში თალიბანის ძალებზე სამხრეთ ავღანეთში, პირველად მას შემდეგ რაც თალიბანსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის გაფორმდა სამშვიდობო შეთანხება.
ამერიკის არმიის სპიკერის, პოლკოვნიკი სონი ლეგეტის თქმით, ეს არის ავიაციის პირველი მოქმედება შეიარაღებულ ჯგუფებზე 11 დღიანი პაუზის შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნული შეტევა იყო საპასუხო იერიში თალიბანის პოზიციებზე მას შემდეგ, რაც ისინი თავს დაესხნენ ავღანეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ჰელმანდის პროვინციაში.
ლეგეტის თქმით, თალიბებმა 43-ჯერ შეუტიეს ავღანელთა პოზიციებს. “ჩვენ გვსურს მშვიდობა და ორიენტირებული ვართ ამისთვის, თუმცა გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი ავღანელი პარტნიორები“- განაცხადა სონი ლეგეტმა ტვიტერის საკუთრ გვერდზე.
წყარო:newposts.ge