\'\'ოპოზიციის ბოიკოტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას არ შეეხება\'\' - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა სახელისუფლებო ოპოზიციასთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, მისივე თქმით აღნიშნული შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება.
\'\'ჩვენ გავაფორმეთ ორი შეთანხმება, ორ თემასთან დაკავშირებით და ორივე შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება.’’- ამბობს კობახიძე.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ბოიკოტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრას არ შეეხება. ამავდროულად აღნიშნავს რომ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს გააჩნია პასუხისმგებლობა საარჩევნო სისტემასთან.
"რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ მათი პოლიტიკური უფლებით, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით.
მე ვფიქრობ, ბოიკოტი არ შეეხება კენჭისყრას საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმში ეს ვერ შესრულდება. შესაბამისად, კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს ბოიკოტი და ალბათ, ასეც იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო:newposts.ge