\'\'ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე\'\'- თურნავა ეროვნულ ვალუტაზე
დღეს, ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ქართული ლარისა და ზოგადად მსოფლიო ფინანსური ბაზრის შესახებ, მისივე თქმით ქართული ლარია ძალიან სენსიტიურია მსოფლიო ბაზრის მიმართ.
“ვფიქრობ, ყველანი დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ ‘’- თურნავა.
მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, რუსული რუბლი 17%-ით გაუფასურდა, რაზეც გავლენა იქონია სანავთობო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ასევე ამ ეტაპისთვის 3%-ით გაუფასურდა თურქული ლირა.
„შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად, სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
თურნავას განცხადებით, თუ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზადყოფნასა და მზაობაზე ვისაუბრებთ, საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.
„იანვრის შედეგებს შეგახსენებთ - უპრეცედენტო 19 პროცენტით გაიზარდა ტურიზმი, მზარდი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს და თებერვალში უკვე იყო ტურისტების კლება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ერთობლივი, შეთანხმებული, თუმცა დროებითი პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, რადგან ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, მაგრამ ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ვფიქრობთ, გარკვეულ ოპტიმიზმსა და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
წყარო:newposts.ge