აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, „კატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბა
აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, „კატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბა.
პენტაგონის განცხადებით, აღნიშნულ საწყობებში ინახებოდა ის შეიარაღება, რომელსაც აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ იყენებდნენ.
ავიაიერიშები ერაყში მდებარე „ტაჯის“ სამხედრო ბაზის დაბომბვის საპასუხოდ განხორციელდა. ინციდენტის დროს ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით კი ერაყსა და მთელ რეგიონში ამერიკელი სამხედროების დასაცავად, ვაშინგტონი ყველა აუცილებელ ზომას მიღებს.
„აშშ-მა განახორციელა თავდაცვითი წერტილოვანი დარტყმები „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე, ერაყში. ეს დარტყმები მიმართული იყო იარაღის ხუთ საწყობზე“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ერაყში, კოალიციის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დაბომბვა 11 მარტს განხორციელდა.
წყარო:newposts.ge