თეგებით ძიება

„სულ მარტო წევს ამ ნაგვის ბუდეში. წყლის დასალევადაც იატაკზე ხოხვით მიდის, გული გაგისკდებათ...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი?

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„სასწრაფოდ თქვენი დახმარება მჭირდება!

ამ კაცს მანქანამ დაარტყა ქუჩაში. 73 წლისაა, სოციალურად დაუცველი და საერთოდ არავინ არ ჰყავს. მანქანამ არ გააჩერა, საავადმყოფოდანაც გამოუშვეს, წამოჯდომასაც ძლივს ახერხებს და  სულ მარტო წევს ამ  ნაგვის ბუდეში. წყლის დასალევადაც იატაკზე ხოხვით მიდის, გული გაგისკდებათ მართლა...

ხვალ, 11 საათზე, კომაროვის სკოლის ახლოს,   იქნებ ვინმეს გცალიათ რა, ძალიან ბევრი საქმეა და მარტო ვერ მოვერევით. ან იქნებ ვინმე ახლოს ცხოვრობთ და კვირაში ერთხელ უბრალოდ დახედოთ ხოლმე.

მანამდე კი სასწრაფოდ სჭირდება ექიმი, ეტლი, საჭმელი, წამლები, გათბობა და საერთოდ ყველაფერი.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - 

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected] 

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა