თვითიზოლაციის დარმღვევი რვა მოქალაქე იძულებით, წყალტუბოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს
სამართალდამცველებმა იძულებით, რვა მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე აცხადებს.
მისივე განცხადებით იზოლაციის დამრღვევი პირები სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან. ამ დროისთვის კი წყალტუბოს კარანტინში 121 მოქალაქეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
წყარო:newposts.ge