საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა დაბალი იქნება - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავირუსიდან გამომდინარე, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
გვენეტაძის თქმით, თუკი მთავრობა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, საქართველო მინიმალური დანახარჯებით გამოვა.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური გუნდი სრულად მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც პანდემია ქმნის ეკონომიკისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა იქნება უფრო დაბალი ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ამ სიტუაციიდან საქართველო გამოვა მინიმალური დანახარჯებით და ზრდა, რომელიც ამის შემდეგ იქნება, იქნება დინამიური და მაქსიმალურად მაღალი“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.
წყარო:newposts.ge