თეგებით ძიება
20. 03. 2020 News-ები

\'\'ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს\'\'- ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს. ამით ბოკერია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.

„საგანგებო ზომები უკვე ძალაშია, უნდა გვესმოდეს ყველას. თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს შემოღებული. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან, თუნდაც საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს, ამას თუ იტყვიან, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა