თეგებით ძიება
23. 03. 2020 News-ები

კორონავირუსი შეიძლება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის თანაბარ საფრთხედ იქცეს - ატლანტაში 12 წლის გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის

ექსპერტები და ეპიდემიოლოგები კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ფონზე ურჩევენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და მთავრობებს, რათა გასცენ უფრო ინტენსიური რეკომენდაციები და დააწესონ მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული დაავადება უკვე ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლისთვის თანაბრად სახიფათოა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვების დაინფიცირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა- 12 წლის გოგონა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ატლანტას საავადმყოფოში დაავადების აღმოჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილს ებრძვის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ დაავადდა არასრულწლოვანი - გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკონტროლო გადაცემის შედეგად დაინფიცირდა. ამის შესახებ წერს NEW YORK POST-ი.

გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით, მას არ აღენიშნებოდა ვირუსის წინასწარი საეჭვო სიმპტომები, რომლის ფონზეც მისთვის აუცილებელი მკურნალობის კურსი უნდა ჩატარებულიყო- დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და მისი მდგომარეობა ერთბაშად ძალზე დამძიმდა, რის შემდეგადაც იგი კომაში ჩავარდა და მისი სასუნთქ აპარატზე შეერთება გახდა აუცილებელი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა