თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

ევროპაში კორონავირუსის მცირე მასშტაბებზე გავრცელების მხრივ საქართველოზე "უკეთესი მდგომარეობა" მხოლოდ ოთხ სახელმწიფოშია

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენს, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 11 000-ს გადააჭარბა, საქართველო კონტინენტზე ამ დრომდე ინარჩუნებს ზემოხსენებული დაავადებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფოს სტატუსს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 718 200 ადამიანია, კოვიდ 19-ის ვირუსით დაინფიცირების მხოლოდ 66 შემთხვევაა დაფიქსირებული- ამ მაჩვენებლით კი დაავადების გავრცელება ხალხის რაოდენობასთან შეფარდებით ძალზე დაბალ ნიშნულზეა.

საქართველოზე უკეთესი ეპიდ-მდგომარეობა ვირუსის მცირე მასშტაბებზე გავრცელებისა და დაინფიცირების დაბალი ნიშნულის მხრივ ევროპაში გააჩნია მხოლოდ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორებიცაა ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო და ლიხტენშტეინი. აღნიშნული სახელმწიფოებიდან მოსახლეობის რაოდენობა მილიონსაც კი არ შეადგენს, რაც ვირუსის კონტროლს უფრო მარტივს ხდის.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა