თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

მოზამბიკში სატვირთო მანქანის კონტეინერში ათეულობით გარდაცვლილი მიგრანტის სხეული აღმოაჩინეს

მოზამბიკის საიმიგრაციო სამსახურის წევრებმა სატვირთო ავტომობილის კონტეინერში 64 ადამიანის გარდაცვლილი სხეული აღმოაჩინეს. ამის შესახებ წერს BBC. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მალავიდან მოდიოდა. ადგილობრივი სამართალმდაცავების თქმით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, ეთიოპიელები არიან. მათი გარდაცვალების მიზეზად კი ასფიქსია სახელდება.

აღნიშნულ ფაქტზე ორი ადამიანი - მათ შორის მანქანის მძღოლი დააპატიმრეს. მიგრანტები ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან-ისინი არალეგალურად გადაჰყავდათ სამხრეთ აფრიკაში. სამართალდამცავებმა გარდაცვლილებთან ერთად 14 გადარჩენილი ადამიანი აღმოაჩინეს.

პოლიციელთა თქმით, მაშინ როდესაც ავტომობილის მძღოლს მოსთხოვეს გაეჩერებინა მანქანა, იგი არ დაემორჩილა და ძალის გამოყენებით დაითანხმეს. სამართალდამცავთა განცხადებით, მაშინ როდესაც მანქანა გაჩერდა, მათ შემოესმათ ხმები შიგნიდან- ადამიანები შველას ითხოვდნენ- თოთხმეტივე მიგრანტი მთელი ხმით ყვიროდა და კონტეინერს ხელებს ურტყამდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა