თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

კორონავირუსის გამო რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებაზე ხმის მიცემა გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, რუსეთში დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებაზე ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც აძლევდა პუტინს ნებართვას ხელისუფლებაში კიდევ ორი ვადით დარჩენილიყო, აპრილის ბოლომდე გადაიდო. ამის შესახებ მან საზოგადოებას სატელევიზიო ვიდეომიმართვაში აუწყა.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით იგეგმება აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და ვირუსისგან დაზარალებული ადამიანებისთვის გამოიყოს ფინანსური დახმარების პაკეტი. საგანგებო ზომები ასევე მოიცავს საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საკრედიტო გადასახადების შეჩერებას იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თანხის ანაზღაურებას შემოსავლის დაკარგვის გამო

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა