თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა 100 000-ს გასცდა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102 136-მდე გაიზარდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 864, ხოლო დაავადებულთა 6213 შემთხვევაა. ესპანეთი უკვე მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც კოვიდ 19-ის ინფიცირებულთა რაოდენობით 100 000-იან ნიშნულს გადააჭარბა.

დაღუპულთა რიცხვი ირანშიც გაცდა უკვე 3000-ს მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა ახალი 2988 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობით აშშ-მაც გადაასწრო უკვე ჩინეთს- აქ 4056 ფატალური შემთხვევა აღინიშნა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, კორონავირუსით 42 000-ზე მეტი ადამიანი დაიღპა, 860 000 დაინფიცირდა, ხოლო 180 000-მდე კი გამოჯანმრთელდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა