თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

5 მარტივი რჩევა - როგორ ტარდება ტელეფონის დეზინფექცია

კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი. ხელის გულდასმით დაბანის შესახებ უკვე ძალიან ბევერჯერ ითქვა, მაგრამ ტელეფონზე, რომელიც ნებისმიერ სხვა საგანზე უფრო ხშირად გვიჭირავს ხელში, გაცილებით იშვიათად საუბრობენ.

მობილური ტელეფონი გაღვიძებისას ერთ-ერთი პირველი და დაძინებისას ბოლო საგანთაგანია, რომელსაც ხელს ვკიდებთ. ასეთი აქტიური მოხმარების პირობებში, არც კი ვფიქრობთ, რამდენი და როგორი მიკროორგანიზმები შეიძლება იყოს ჩვენს სმარტფონებზე.

ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონი, საშუალოდ, 18-ჯერ უფრო ბინძურია, ვიდრე საპირფარეშოში ტუალეტის ჩასარეცხი. ტელეფონზე შეიძლება იყოს: სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი და უამრავი
სხვა მავნე მიკროორგანიზმი. კორონავირუსიც შესაძლებელია აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროით ტელეფონის პლასტიკის კორპუსზე. ამდენად, მნიშვნელოვნია რამოდენიმე მარტივი წესის დაცვა:

1. სმარტფონის დეზინფექცია მინიმუმ დღეში ერთხელ მაინც ჩაატარეთ. განსკუთრებით, თუ საპირფარეშოც შეგაქვთ მობილური ტელეფონი, ხელების დაბანის შემდეგ, მისი გასუფთავებაც მოგიწევთ.

2. სმარტფონის გამოყენების შემდეგ არ შეეხოთ სახეს. დეზინფექციისყველა წესის დაცვის მიუხედავად, ნუ შეეხებით სახეს და ლორწოვან გარსს ხელით, სმარტფონის გამოყენების შემდეგ, თავდაპირველად დაიბანეთ ხელები და ამის შემდეგ შეეხეთ სახის კანს.

3. ხშირად გამოცვალეთ ტელეფონის ჩასადები. თუ ქეისი გამჭვირვალეა, ადვილად შეამჩნევთ, როგორ სწრაფად ისვრება იგი და კარგავს გამჭვირვალობას. ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარულად გამოცვლა.

4. ხშირად გამოცვალეთ ეკრანის დამცავი;

5. ტელეფონის გასასუფთავებლად გამოიყენეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ - კარგად ავურიოთ:
1/3 წყალი,
2/3 ძმარი,
1-3 წვეთი ლიმონის ან პიტნის ზეთი.

ასევე შესაძლებელია ტელეფონის გაწმენდა 40%-იანი სპირტის ხსნარით, ან ატიბაქტერიული სპირტისშემცველი ხელსახოცით. არსებობს ელექტროობისთვის განკუთვნილი სპეციალური, უსაფრთხო სადეზინფექციო გამწმენდი საშუალებები. არ გამოიყენოთ ფანჯრებისა და სარკის საწმენდი საშუალებები, სუფთა სპირტი ან სპირტის 40%-ზე მეტი შემცველობის საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, რათა არ დაზიანდეს ტელეფონი.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა