თეგებით ძიება
06. 04. 2020 News-ები

რესპუბლიკურის დირექტორის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 2 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 2 პაციენტია, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
„მათ კოვიდ ინფექციაზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივეს მძიმე პნევმონია აქვს. მათგან ერთი მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო მეორის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმთ, ამ დროისთვის 36 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ერთს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა