თეგებით ძიება
16. 04. 2020 News-ები

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან რვა ბოლნისში დაფიქსირდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ბოლნისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მისი თქმით, აქედან ხუთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფიცირებული წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან.

„რვა დადასტურებული ფაქტია ბოლნისში. აქედან ხუთი არის სასწრაფო დახმარების პერსონალის ოჯახის წევრი. დანარჩენი სამიდან ერთი სასწრაფოს ექიმია, ორი კი, ექთანი. გუშინ სიმპტომების მქონე 34 პირისგან აიღეს საკვლევი მასალა. მათგან დადასტურებულია რვა შემთხვევა. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტია, რვა გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი. ეპიდემიოლოგებთან მიდის მსჯელობა. ველოდებით პასუხს. უკვე გამკაცრებულია თვითიზოლაცია ქალაქის მასშტაბით, მაგრამ დამატებით რა ღონისძიებები იქნება, მოგვიანებით გეტყვით. ამ წუთისთვის თვითმმართველობის თანამშრომლები არ არიან ინფიცირებული“, – აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსის 336 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა