კარგი ამბავი: რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი აღარ არის, თუმცა ორ პაციენტს სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს, მათგან ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, თანმხლები დაავადებებით. საერთო ჯამში, ორივე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ითვლება, თუმცა არა კრიტიკულად.
მისივე თქმით, კლინიკას ხვალ პირველი გამოჯანმრთელებული დატოვებს.
„ერთი პაციენტი დაგვემატა გუშინ, სამაგიეროდ, ერთ პაციენტზე მოვიდა უარყოფითი პასუხი და დატოვებს კლინიკას. ერთს კი განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ის უკვე ხვალგაეწერება. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელებ, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
წყარო:newposts.ge