თეგებით ძიება
08. 05. 2020 News-ები

"გაცილებით დაბალი დონის თანამდებიობა"- "ოცნების" მესიჯბოქსი სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა ამბობს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობა "გაცილებით დაბალი დონისაა".

"როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და არ დაუჭირეს მხარი იმ ადამიანის დანიშვნას, რომელიც ძებნილია. გაცილებით დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნა ის საკითხია, რომელიც კონსულტაციებს საჭიროებს. ამიტომ გამოიწვიეს ელჩი და კონსულტაციების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას"- აცხადებს კუჭავა.

ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმების საბჭოს უხელმძღვანელებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა