"ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე"- ილია მეორე
ქადაგების შემდეგ, მეუფე შიო მუჯირმა ქართლის ცხოვრებიდან ის ადგილი წაიკითხა, სადაც მაცხოვარი ავალებს ღვთისმშობელს, რომ საქართველოში წამოვიდეს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. უწმინდესის თქმით, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე.
"უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი"- თქვა პატრიარქმა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, - განაცხადა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ, მეუფე შიო მუჯირმა ქართლის ცხოვრებიდან ის ადგილი წაიკითხა, სადაც მაცხოვარი ავალებს ღვთისმშობელს, რომ საქართველოში წამოვიდეს.
წყარო:newposts.ge