8 მარტს დადებული შეთანხმების არშესრულება ხელს უშლის პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას - კაპანაძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძე ახადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების არშესრულება პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას ხელს უშლის.
„ევროპული საქართველოსთვის“ არის უაღესად მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ეს დახმარება არ დაკარგოს და ეს დახმარება ქართველ ხალხს მოხმარდეს. ამიტომ ყველას ინტერესშიუნდა იყოს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც აღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს 8 მარტის შეთანხმებით და რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას, იყოს შესრულებული, რომ ასეთი საფრთხეები არ ჰქონდეს ქვეყანას. ეს ეხება ასევე სხვა ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგადად ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ეკონომიკური დახმარება და ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანი სენატორების, როგორებიცაა მაგალითად სენატორი რიში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ხოლმე დახმარების საკითხებს, მათი მოწოდებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ასეთი ტიპის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები არიან შეშფოთებულები, რომ ჩვენთან ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებებს. ამაზე ნათელი გზავნილები, რაც ბოლო დღეებში კეთდებოდა ჩვენი პარტნიორების მიერ, უბრალოდ ძნელი მისაღებია და ამის არშესრულება, რომ პოტენციურად სააფრთხეს უქმნის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას დახმარების თუ სხვა კუთხით, ესეც ძალიან ნათელია. ამიტომ, ამ ცეცხლთან თამაში არ არის არავის ინტერესში, არ არის ხელისუფლების ინტერესში და არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში“, - განაცხადა კაპანაძემ.
ევროპარლამტარმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ისაუბრა ეროკავშირისგან საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზე. მისი თქმით, ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეკონომიკუს გასაჯანსაღებლად აღმოუჩენს ფინანსურ დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა აღნიშნული დახმარების მისაღებად საქართველომ უნდა განახორციელოს დაპირებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და აგრეთვე უნდა მოახდინოს კანონის უზენაესობის დაცვა.
წყარო:newposts.ge