თეგებით ძიება
19. 05. 2020 News-ები

"დაიწყეთ გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლადამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით"- ევრიპარლამენტარის უმწვავესი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მარტის ხელშეკრულების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, მას საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიწყოს გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით.

"მოვუწოდებ საქართველოს, დაიწყოს გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლადამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით...

8 მარტის შეთანხმების მიღწევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იმედს გამოვთქვამ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინგადადგმული ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა