თეგებით ძიება
19. 05. 2020 News-ები

ქარელის მუნიციპალიტეტში დაელიების ბაღი გაქურდეს - წაღებულია ჩანდლერის ჯიშის ძვირადღირებული კაკალის ნერგები

ქურდობა ქარელის მუნიციპალიტეტში-“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ქურდების სამიზნე ამჯერად დანელიების ბაღი გახდა, საიდანაც ჩანდლერის ჯიშის ძვირადღირებული კაკალის ნერგები მოიპარეს. როგორც ბაღის მფლობელი ლამზირა დანელია აცხადებს, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ზარალი 3 ათას ლარს აჭარბებს. მან ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა და გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

დანელიების ბაღის გაქურდვის ფაქტს შსს 177 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ქარელში ნერგების მოპარვის ეს პირველი შემთთხვევა არ არის და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს სულ უფრო ხშირია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა