"ოცნება" პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ამზადებს - საკანონმდებლო საპარლამენტო უმცირესობის გარეშე რჩება?!
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მზადდება. ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მცირდება კომიტეტების რაოდენობა და იზრდება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდა. მოგვიანებით კი ინიციატორებმა ის უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ ბიუროს სხდომაზე ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტმა პარლამენტში არსებული „მახინჯი ბიუროკრატიული სურათი გამოავლინა“.
„ძალიან უცნაურია, დილით რეგლამენტში ცვლილებები შემოიტანეს და საღამოს უკან გაიწვიეს. ეტყობა, უდროო დროს შემოიტანეს იმიტომ, რომ ბევრი სწორი რამ არის იქ, მაგრამ ამ სისწორემ დღევანდელი პარლამენტის ბიუროკრატიული მახინჯი სურათი გამოავლინა. მაგალითად, არის 15 კომიტეტი, ამ 15 კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ემსახურება მანქანები. ჯამში 15 კომიტეტს ემსახურება 45 მანქანა. ეს ხომ აბსურდია? გარდა ამისა, პარლამენტს ჰყავს 9 ვიცე-სპიკერი, როცა შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან საერთოდ არ ჰყავდეს და როცა პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ქვეყანაში, პარლამენტის სხდომა შეიძლება წაიყვანოს ნებისმიერი კომიტეტის თავმჯდომარემ. პარლამენტში აგებულია ბიუროკრატიული, ფინანსური პირამიდა. ეს უნდა დაიშალოს და ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ფრაქციების რაოდენობაც უნდა შემცირდეს და კომიტეტების რაოდენობაც. დღეს უმრავლესობას ჰყავს 12 თუ 15 ფრაქცია, რა თქმა უნდა, თავისი ფუფუნების საგნებით: მდივნებით, კაბინეტებით, აპარატებით, მანქანებით და ა.შ. ამიტომ გასაკეთებელია ეს ყველაფერი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პროექტი უკან გაიწვიევასთან დაკავშირებით გიხირიძე ამბიბს, რომ მიზეზი ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენაა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ამ ცვლილებების ინიცირებისას საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა - რომ ახალი კანონით ოპოზიციას ავნოს.
"ცოტა უკუღმართი ტვინი აქვთ, იმაზე კი არ ფიქრობენ ქვეყანას რა გამოადგება?! ფიქრობენ, ოპოზიციას რა დაუშავდება და იმას კი აღარ ფიქრობენ, რომ შეიძლება ხვალ თვითონ იყვნენ ოპოზიციაში"- აცხადებს ჭიჭინაძე.
წყარო:newposts.ge