თეგებით ძიება
28. 05. 2020 News-ები

"მიდის "ატკატები" და ქვეყანაში გაქანებული კორუფციაა, ეს არის, დაახლოებით, ჩერნენკო-ბრეჟვენის პერიოდი" - მურმან დუმბაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მურმან დუმბაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" აჭარაში არსებულ გაჭირვებასა და სიღარიბეზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არა კორონა პანდემიას, არამედ "ქართულ ოცნებას" და მის რვაწლიან მმართველობას უკავშირდება.

"უკიდურესი გაჭირვებაა აჭარაში. ლარის კურსი, რომ ვიანგარიშოთ გლობალურად, ეს ვირუსის გამო არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2012 წლის ორი ოქტომბრიდან ნელ-ნელა და არაფორმალურმა მმართველობამ საკუთარის იქით ვერაფრის დანახვამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე", - ამბობს დუმბაძე.

დუმბაძემ სახელმწიფო ვალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ვალი ცხრა მილიონს შეადგენდა, ახლა კი მისი რაოდენობა 2,5-ჯერ მეტია.

"ემჩნევა საქართველოს მოქალაქეს რომ ქვეყანა 2,5-ჯერ მდიდარი გახდა? თუ 2,5-ჯერ უფრო გავღარიბდით. თუ ამდენჯერ მეტი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, მეტი სკოლებია თუ მეტი პენსია/ხელფასი გავეცით თუ მეტად დავაფასეთ ადამიანები...როცა სახელმწიფო, ხელისუფალი უარს ამბობს სამართლის დამკვიდრებაზე, სასამართლოზე, მართალისა და მტყუანის გარჩევაზე, სახელმწიფოა შუამავალი ორ ადამიანს შორის არსებულ დავაში. ხომ მართალია? ასეთი ცხოვრება ხო გვინდა? ამისთვის ხომ ვიბრძვით? ეს არის ბრეჟნევის პერიოდი", - ამბობს დუმბაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა