ასტრონომებმა ახალი დედამიწა და მზე აღმოაჩინეს - სენსაციურ პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლის წყარო იყოს
ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტა და მისი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც საოცრად ჰგავს მზეს და დედამიწას.
sciencealert.com-ის ინფორმაციით, პლანეტა, რომელიც საბოლოო დადასტურებამდე, "კანდიდატ პლანეტად" მიიჩნევა, მისივე ვარსკვლავიდან სწორედ იმ მანძილზე მდებარეობს, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მასზე წყლის ზედაპირი არსებობს. ეს კი ნაშნავს იმას, რომ პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე წყაროც აღმოჩნდეს.
პლანეტა 1.9-ჯერ დიდია დედამიწაზე. მისი ამჟამინდელი დასახელებაა KOI-456.04. სხვა ტელესკოპებით დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩენა შესაძლოა იმ 4 000 პლანეტის სიას შეუერთდეს, რომელიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტის ზომიდან გამომდინარე, შესაძლოა KOI-456.04-ში ატმოსფერული მდგომარეობა დედამიწის მსგავსი იყოს. ვარსკვლავი, ისევე როგორც მზე, ხილვადობისთვის აუცილებელ ნათებას გამოყოფს.
მეტი დაკვირვებისთვის კოსმოსური ტელესკოპის გაშვება 2021 წელს იგეგმება.
წყარო:newposts.ge