დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება
საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება. დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.
ამასთან, ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას დღეიდან იწყებს. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი.
დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. დამთვალიერებლებს ახალციხის ციხესიმაგრეში შესვლა უფასოდ შეეძლებათ. სეზონის ბოლომდე უფასო იქნება შესვლა ბორჯომის პარკშიც. სამი თვის განმავლობაში შემცირებული ტარიფებით მოემსახურება ვიზიტორებს ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. ბილეთების ფასი შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა 16 მუზეუმისა და მუზეუმ–ნაკრძალის ვიზიტორებისთვისაც.
წყარო:newposts.ge