"დააყენე ერთი ადგილი... ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი" - დაპირისპირება პარლამენტში
დარგობრივი კომიტეტის სხდომახე აზარტული ტამაშების შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე და დამოუკიდებელ დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ლევან გოგიჩაიშვილმა მთავრობის მხრიდან კანონის დაჩქარებული წესით განხილვა გააპროტესტა, რასაც რომან კაკულიას აგრესიული პასუხი მოყვა.
"ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი"- განაცხადა კაკულიამ.
წყარო:newposts.ge