"ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ" - სოფიო კილაძე ექსპრემიერის ხსენებაზე გაღიზიანდა და ოპოზიციას დაუპირისპირდა
ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, რომლის დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
თავდაპირველად დაპირისპირება ადა მარშანიასა და სალომე სამადაშვილს შორის მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატებმა ერთმანეთს 2019 წლის 20 ივნისის დღე შეახსენეს და ერთმანეთი დაადანაშაულეს.
„20 ივნისს ელენე ხოშტარია უკადრებელ, უმძიმეს განცხადებას ყვიროდა რუსულ ენაზე, რომელსაც ვერ გავიმეორებ, რადგან არ მინდა, ჩემს ქვეყანას ზიანი მივაყენო“ - განაცხადა ადა მარშანიამ.
ანგარიშის მოსმენისას ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გააღიზიანა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და განაცხადა, რომ ოპოზიციას ივანიშვილი ყელში ეჩხირება.
"დამთავრდა ის დრო, როდესაც ადამიანებს ხმას უხშობდით, ახლა ვეღარ მოახერხებთ.თქვენ რამდენჯერმა ახსენეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელსი გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქიტ მოგინელებთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ" - განაცხადა სოფიო კილაძემ.
დაპირისპირება მოხდა სოფიო კილაძესა და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს შორის. კილაძემ ნატო ჩხეიძე "იბერიის" ჟურნალისტებისთვის ხელფასების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. ხოლო ნატო ჩხეიძემ ამ ფაქტს სუსის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.
წყარო:newposts.ge