თეგებით ძიება
25. 06. 2020 News-ები

"ნიკა გვარამიას საქმე არის უსაფუძვლო და მასზე გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო" - ომბუდსმენი

ომბუდსმენმა დღეს პარლამენტში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ლომჯარიამ ცალკე თავი დაუთმო გამოხატვის თავისუფლებას და აქ აჭარის ტელევიზიის საქმესთან ერთად, დაასახელა ტელევიზიების მფლობელების დევნის შემთხვევები, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმე.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რომ ნიკა გვარამიას საქმე არის უსაფუძვლო და მასთან დაკავშირებით გამოძიება არც უნდა დაწყებულიყო.

"შეფასებული გვაქვს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ერთი ბრალი, რომელიც ეხება გაფლანგვას და მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მიგვაჩნია, რომ ის არის კერძო სამართლის სფეროს განხილვის საგანი", - ამბობს ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა