თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"რატომ დაემთხვა კადრების გავრცელება პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი, თქვენ შს მინისტრი იყავით..." — ბესელია გახარიას

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წამოსულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელს, პრემიერმინისტრს ჰკითხა, რა მიზანი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას და იყო თუ არა ეს ანგარიშსწორება.

ეკა ბესელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მაშინ მმართველ გუნდთან დაპირისპირება ჰქონდა და დაინტერესდა, გადაუხადა თუ არა მას გუნდმა ამ ფორმით სამაგიერო.

"ბატონო გიორგი, ვფიქრობდი, რომელი საკითხით დამეწყო კითხვის დასმა. ღირდა თუ არა საერთოდ, ამ კითხვის დასმა, რასაც ახლა გკითხავთ, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ეს ჩემი შინაგანი განწყობა და ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, რომ ახლა სხვა საკითხებზე გესაუბროთ.

იმიტომ რომ ეს თქვენი და ამ პარლამენტის ბოლო ანგარიშია, ამ მოწვევისას და არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა. მით უფრო, რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მე დამპირდით, ამის წინის წინა მოხსენების დროს.

ეს არის თემა, რომელმაც მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მათ დორის მთავრობის ის წევრები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ ამ საკითხთან.

თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში.

დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით რმ იტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ ეხლა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ რომ ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე მე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.

გეკითხებით ახლა, ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა ათკაციან სიაზე.

რა იყო ეს? იყო დასჯა, ეს იყო სამაგიეროს გადახდა, ეს იყო ანგარიშსწორება, თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თემაზე ან სხვა თემაზე აირჩევდა ფორმას პროტესტისას, რაც მე ავირჩიე", - იკითხა ბესელიამ პრემიერ-მინისტრს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა