თეგებით ძიება
30. 06. 2020 News-ები

"მისაღები იქნებოდა, მმართველ პარტიას არამხოლოდ 2 ოპოზიციონერი შეეწყალებინა, არამედ რურუასთვის მოეხსნათ ბრალდებები" - კარპენტერი

საერთაშორისო მიმომხილველი, აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას არამხოლოდ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უნდა შეეწყალებინა, არამედ გიორგი რურუასთვის ბრალდებები უნდა მოეხსნა.

კარპენტერის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციას ახალ და უფრო თანაბარ "მოედანს აძლევს", მაგრამ არც ისეთ უპირატესობას, რომ მმართველ პარტიას ამის ეშინოდეს.

"რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას. ვფიქრობ, სრულიად მისაღები იქნებოდა, მმართველ პარტიას არა მხოლოდ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეწყალებინა, არამედ გიორგი რურუასთვის ბრალდებები მოეხსნა, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. აცხადებენ რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეა, სამართლებრივი პროცესია. მე კი ვისურვებდი პირიქით მენახა, ეს შექმნიდან უკეთეს გარემოს", -აღნიშნა კარპენტერმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა