თეგებით ძიება
08. 07. 2020 News-ები

მუქარა და შანტაჟი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ- FBI ჩინეთს ამერიკის საქმეების უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანლის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქურდობისა და შპიონაჟის ფაქტები უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის მომავლისთვის. მისი თქმით, ჩინეთმა დაიწყო თავისი მოქალაქეების ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების პროცესი, ოფიციალური პეკინი აგრეთვე აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ამერიკის გამოძიება კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხეში ჩაეგდო.

„ჩინეთის სახელმწიფო სრულმასშტაბიანი რესურსითაა ჩართული იმ ღონისძიებებში, რომლითაც იგი ნებისმიერ ფასად უნდა გახდეს მსოფლიოს ერთადერთი სუპერძალა“ - აღნიშნა ვრეიმ.

FBI-ის ხელმძღვანელმა თავის ერთ საათიან მოხსენებაში ისაუბრა ჩინეთის მიერ მკვეთრ ჩარევაზე ამერიკის პოლიტიკაში, რომელთა შორის გამოყო ეკონომიკური საიდუმლო დაზვერვა, ინფორმაციის, ფულადი სახსრების მოპარვა და აგრეთვე არალეგალური პოლიტიკური აქტივობები, მოსყიდვითა და ცილისმწამებლური ღონისძიებებით ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ.

“ჩვენ ამჟამად იმ მომენტამდე მივაღწიეთ, სადაც FBI ყოველ 10 საათში ერთხელ ხსნის ჩინეთთან დაკავშირებულ კონტრ-დაზვერვით მოპოვებულ საქმეებს. 5000-მდე სადაზვერვო საქმე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავშირებულია ჩინეთთან“.

კრისტოფერ ვრეიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ოფიციალურმა პეკინმა დაიწყო შეტევითი ოპერაცია ჩინური ეროვნების მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, რადგან ისინი თავიანთი საქმიანობით საფრთხეს უქმნიან კომუნისტურ ხელისუფლებას.

ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, დისიდენტებსა და კრიტიკოსებზე, რომლებიც ცდილობენ ძინპინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები გამოავლინონ. „ჩინეთის მთავრობას სურს, რომ აიძულოს ესეთ ხალხს ჩინეთში დაბრუნება- ამ ძალდატანებითი ღონისძიებების ფორმა და ტაქტიკა კი გახლავთ ძალზე შოკისმომგვრელი“.

„მაშინ როდესაც ვერ ახერხებენ ოპონენტის შეჩერებას, ჩინეთის მთავრობა აგზავნის ემისარს, რომელიც სტუმრობს საზღვარგარეთ, აშში მსხვერპლის ოჯახს, სადაც „პეკინის“ შეტყობინების თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელ ამავე ეროვნების ადამიანს ორ არჩევანს უტოვებენ: ან სწრაფად ბრუნდებიან ჩინეთში, ან თავი უნდა მოიკლან“ - განაცხადა ვრეიმ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა