თეგებით ძიება
15. 07. 2020 News-ები

ევროპარლამენტარების მორიგი გაფრთხილება - ევროპარლამენტი "ქართულ ოცნებას" არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ მომდევნო საპარალამენტო არჩვნები საქართველოს დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება და წინასაარჩევნო პერიოდი სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩაივლის.



გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის სამომომავლო ურთიერთობა და დახმარება დამოკიდებული იქნება კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სფეროში დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე.

განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიის თავისულების საკითხს. ისინი მთავრობას მის საქმიანობაში ჩარევისგან, ასევე ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების ხშირი დარღვევის გამოც და აღნიშნავენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის გამო ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა და აუცილებელი სამედიცნო დახმარების მიღების საშუალება არ ეძლევათ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა