თეგებით ძიება
02. 09. 2020 News-ები

"ვისაც სურს, რომ ჭაობში დარჩეს შემოხაზავს 41-ს, ვისაც ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება სურს, შემოხაზავს 5-ს, ხოლო, ვისაც ევროპული კოალიცია სურს - 2-ს" - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, დღეს ქვეყანა მძიმე კრიზისშია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში არის საგრძნობი, ამისათვის კი საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ვერ მოიტანს ვერც ერთპიროვნული მმართველობა და ვერც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება. გიგი უგულავას თქმით, გარდამტეხ ცვლილებებს ევროპული კოალიცია მოიტანს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებაში, ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებოთ წაიყვანს.



“ვისაც სურს,რომ ჭაობში დარჩეს შემოხაზავს 41-ს, ვისაც ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება სურს, შემოხაზავს 5-ს, ხოლო, ვისაც ევროპული კოალიცია სურს,რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს განახორციელებს, შემოხაზავს 2-ს”- განაცხადა გიგი უგულავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა