თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოების წინაშე გამოსვლას ვეღარ უნდა ბედავდეს - ფიქრია ჩიხრაძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრი უპირობოდ უნდა ტოვებდეს თანამდებობას.

როგორც ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ოპოზიციის აქციებს უკავშირდება, ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ უნდა ბედავდეს ინფექციის გავრცელების სხვაზე გადაბრალებას.

„ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით სახეზეა კრიზისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რაც მთავარია, კრიზისი ჯანდაცვის კუთხით. ამ დროს, გამოდიან პასუხისმგებელი პირები, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე უშუალოდ აგებენ პასუხს, რადგან ისინი არიან ამ სფეროს ხელმძღვანელები და უბრუნდებათ ენა და ლაპარაკობენ, რომ კრიზისი არ არის მათი ბრალი და არის სხვისი ბრალი, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ბრალი - ადამიანები, რომლებმაც ვერც ერთი მიმართულებით ვერ მართეს ვერც ერთი კრიტიკული სიტუაცია. ასეთი განცხადებები ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული სად არის, რა ქვეყანაშია და რა პერიოდში უწევს მას ამ სფეროს ხელმძღვანელობა, გამოდის და იმის მაგივრად, რომ ლაპარაკობდნენ შეცდომებზე, რომლებიც დაუშვეს ამ პერიოდის განმავლობაში, აკეთებს ასეთ განცხადებებს. ზაფხულის პერიოდში, როდესაც შედარებით ნაკლები სტრესი იყო სისტემისთვის და ჩვენი ყოველდღიურობისათვის, მაშინ ჯანდაცვის სფერო და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ ტკბობას და ამიტომ გაეპარათ ყველაფერი თუ საერთოდ ვერ გააცნობიერეს ის, რომ მეორე ეტაპი აუცილებლად დადგებოდა, არ ვიცი. მეორე ეტაპისთვის აღოჩნდნენ ისინი მოუმზადებლები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა