თეგებით ძიება

პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის არავის სჯერა - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის მიმართ ხალხს ნდობა დაკარგული აქვს, რადგან ისინი მმართველ გუნდთან ასოცირდებიან.

„ერთი ადამიანი აღარ დარჩა ვინც ხალხს დაელაპარაკება. აღარავის აღარ სჯერა პაატა იმნაძის. ვის სჯერა? ამირან გამყრელიძის ვის სჯერა? ყველასათვის მოსაწონი ლევან რატიანის ვის სჯერა? ამ ადამიანებს ჩვენ პირველივე დღიდან დავუჭირეთ მხარი. ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო და არის ეს საკითხი, რადგან ექიმების ოჯახიდან ვარ.

მამაჩემის, ანზორ მელიას კლინიკაში 200 ექიმიდან 90% ინფიცირებულია. კლინიკა იკეტება და ბევრი სხვა კლინიკებიც იკეტებიან. გვეუბნებიან, რომ ოპოზიცია, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით სარგებლობს, ეს ადამიანები არიან ცუდები“, - განაცხადა მელიამ სატელევიზიო ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა