თეგებით ძიება

შობა-ახალი წლის პერიოდში ადამიანების ქმედებები 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შობა-ახალი წლის პერიოდში ადამიანების ქმედებები 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის. მათივე თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება.

დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში ასტრა-ზენეკას ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო. საავადმყოფოები ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზით უკვე მოამარაგეს.

პარალელურად, კორონავირუსის ახალი ფორმის პირველი შემთხვევები დადასტურდა საბერძნეთში, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა.

ახალი შტამი გამოვლინდა კვიპროსზეც. კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს ნორვეგიაც. იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე სტუმრების სახლში მიპატიჟება.

იაპონიის მთავრობა კი, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ტოკიოს რეგიონის უმეტეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა