თეგებით ძიება

27 აპრილი სუპერ სავსე მთვარეობის დღეა - რა უნდა გაითვალისწინოთ

27 აპრილს საქართველოს დროით 07:33 საათზე მთვარე შევა მორიელის თანავარსკვლავედში. მას ვარდისფერ სავსე მთვარეობას უწოდებენ, რადგან ეს მოლენა ემთხვევა გაზაფხულის ყვავილობის წინა დღეს, და მისი მიახლობა დედამიწასთან, მთვარეს წითელ ელფერს სძენს.

სუპერმთვარე არის ასტრონომიული ფენომენი, რომელსაც ახასიათებს მთვარის დედამიწასთან მაქსიმალური სიახლოვე.

ასტროლოგიურად ითვლება, რომ სუპერმთვარეს აქვს ყველაზე ძლიერი ენერგია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ბედზე.

სავსე მთვარის პერიოდში, დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება განიცდის მთვარის ენერგიის გავლენას. მთვარე აკონტროლებს ზღვების და ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, ხალხის ემოციურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას და ნაყოფიერებას. სავსე მთვარე აღვიძებს მომატებულ აქტივობას, გადაადგილების სურვილს, რაიმესკენ სწრაფვას, ადრე მიუღწეველი საზღვრების გადალახვას.

ამ დღის მთავარი ამოცანაა გადახედოს ყველაფერი, თავიდან მოვიცილოთ ყველაფერი ზედმეტი, რაც თქვენ გამძიმებთ და შეხვდეთ მომავალს კარგ ხასიათზე. აუცილებლად აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ არ აყვეთ მათ, არ შეხვიდეთ არავისთან კონფლიქტში. მზე და მთვარე ამ დღეებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამიტომ, განსაკუთრებით საგრძნობი იქნება შინაგანი კონფლიქტი გრძნობებისა და ემოციების დონეზე.

არ მიიღოთ ალკოჰოლი, ძალზე მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ სიფრთხილე საჭესთან ჯდომის დროს. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, რადგან ესეთ დღეებში ისინი ძალიან აქტიურები არიან.

სავსე მთვარეზე ადამიანის სული განიცდის მაქსიმალურ შფოთვას. ამ სავსე მთვარეზე მზე იქნება თავისუფლებისმოყვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ასევე იმყოფება ურანი, ვენერა, მერკური და ლილიტი. ამ სავსე მთვარის ძირითადი ამოცანაა ვიპოვოთ ბალანსი სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის. გირჩევთ ისწავლოთ ახალი რამ, სწორად იკვებოთ, გაატარეთ დღე სულიერად მონათესავე ადამიანებთან.

ავტორი: ნინა ხომერიკი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა