ასტროლოგიური პროგნოზი სავსემთვარეობას - რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს
სავსე მთვარეზე ადამიანის სული განიცდის მაქსიმალურ შფოთვას. ამ სავსე მთვარეზე მზე იქნება თავისუფლებისმოყვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ასევე იმყოფება ურანი, ვენერა, მერკური და ლილიტი.
ამ სავსე მთვარის ძირითადი ამოცანაა ვიპოვოთ ბალანსი სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის. გირჩევთ ისწავლოთ ახალი რამ, სწორად იკვებოთ, გაატარეთ დღე სულიერად მონათესავე ადამიანებთან.
ვერძი
შესაძლებელია განწყობის მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებები, თავის ტკივილი, ძვლის დაავადებები. რეკომენდირებულია ცოტა ხნით დაიმშვიდოთ ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ სხვა ადამიანებთან შეჯახება და შესაძლო კრიზისული სიტუაციები.
კურო
დილით დაგეგმილი შეხვედრები და კონტაქტები ხელს შეუწყობს კავშირების განმტკიცებას, კომუნიკაციის წრის გაფართოებას. ნუ იქნებით ამბიციური - ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში.
ტყუპები
ამ დღეს რეკომენდებულია მარტოობა, კონცენტრაცია და საკუთარ თავში ჩაღრმაება. დაკავდით მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოგვარებით. არ არის სასურველი გაატაროთ ეს დღე ხმაურიან კომპანიაში და ბევრ ხალხში.
კირჩხიბი
თქვენ გეწყებათ ღირებულებების გადაფასების პერიოდი. შეადარეთ თქვენი მატერიალური და სულიერ მისწრაფებები ერთმანეთს. მოახდინეთ კონცენტრირება თქვენს შინაგან ცვლილებებზე.
ლომი
საშიში დღეა თქვენი ჯანმრთელობისთვის. შესაძლებელია განწყობის უეცარი შეცვლა, თავის ტკივილი, ინფექციური დაავადებები. თავი უნდა შეიკავოთ სარისკო და ექსტრემალური მოქმედებებისგან. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება დაანგრიოს თქვენი განწყობა.
ქალწული
კრიტიკული დღეა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, მგრძნობიარე ნერვული სისტემით და რომლებსაც მცირე რამეც კი აღიზიანებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებს ხანდაზმული მამაკაცებს - შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები.
სასწორი
შესანიშნავი დღეა მოგზაურობისა და დასვენებისთვის. გადადეთ ყველაფერი გვერდზე და დაუთმეთ დრო თქვენს ოჯახს, დასვენებას, კითხვას. მოსალოდნელია კარგი გარიგებები და უძრავი ქონების შეძენა. ნუ გამოჩენთ სიხარბეს.
მორიელი
შესაძლებელია გეგმების ცვლილება, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისათვის, ახალი ადგილების მოსანახულებლად, ასევე ახალი მეგობრობის დასაწყებად - გარშემომყოფებთან ურთიერთობა უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ყურადღებით იყავით ახალი ნაცნობების მიმართ, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში. დიდი შანსია, რომ ერთ-ერთი მათგანი ეცდება თქვენს გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, რაც შეიძლება გახდეს თქვენთვის იმედგაცრუების მეზეზი.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ახლობლებს, რომლებიც შეიძლება თქვენგან განიცდიან უყურადღებობას. ნუ გააკეთებთ აქცენტებს მხოლოდ თქვენს ინტერესებზე. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები. გაატარეთ დღე მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში.
მერწყული
სასურველია თავი შეიკავოთ მსხვილი შენაძენებისგან, შეზღუდეთ ხარჯები და გაუფრთხილდით ძვირფას ნივთებს არ დაკარგოთ. საკუთარმა სისუსტეებმა შეიძლება გაართულონ ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან. არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასწრება ამ დღისთვის.
თევზები
მოსალოდნელია, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი სიურპრიზები. თუ მოახდენთ თქვენი ძალების და ყურადღების კონცენტრირებას, გელით წარმატება. აუცილებელია გააერთიანოთ მატერიალური და სულიერი მისწრაფებები, რათა არ გაგიჩნდეთ დისკომფორტი.