თეგებით ძიება
20. 05. 2021 სპორტი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა.

„ვითიბი ლიგის“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩის ბოლო წამებზე მან ზუსტი სამქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში მოსკოვის გუნდი „ზენიტთან“ 104:107 დამარცხდა.

შენგელიამ 45 წუთში ხუთიდან ოთხი სამქულიანი, რვიდან ოთხი ორქულიანი, რვიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა და შეხვედრა 27 ქულით, 6 მოხსნით, 1 შედეგიანი პასითა და 2 დაფარებით დაამთავრა. ქულების რაოდენობით 29 წლის ქართველი თანაგუნდელებს შორის მხოლოდ უილ კლაიბერნს ჩამორჩა, სარგებლიანობის კოეფიციენტით კი საუკეთესო იყო.

„ცსკა“-„ზენიტის“ ნახევარფინალური სერიის მომდევნო ორი შეხვედრა 22 და 24 მაისს მოსკოვში შედგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა