თეგებით ძიება

ნახევრად ფენოვანი ლობიანი

ნახევრად ფენოვანი ლობიანი - ცომისთვის დაგჭირდებათ:

1კგ ფქვილი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჩ/კ მარილი
1 ს/კ საფუარი ან 20 გრ ნელდი საფუარი
3 ს/კ ზეთი
1 ს/კ არაყი
500 გრ გაყინული ფენოვანის მარგარინი
600 მლ თბილი წყალი

ნახევრად ფენოვანი ლობიანი


მომზადება:
ნელ-თბილ წყალში ჩავყარე საფუარი, შაქარი და დაუმატე ზეთი. კარგად გავხსენი და დაველოდე 10 წთ, რომ კარგად გააქტიურებულიყო.
ცალკე თასში გავცერი ფქვილი, დაუმატე მარილი, არაყი და დავასხი საფუვრიანი წყალი.

მასა კარგად უნდა მოიცომოს, რომ საბოოლოოდ მივიღოთ შედეგი. მოზელვის მერე დავასვენე 30წთ და დაველოდე ამოსვლას. რომ ამოვიდა ცომი გავაბრტყელე მთლიანად და დავახეხე მარგარინი (მარგატინი გავყავი 3 თანაბარ ნაწილად.) გადავკეცე კონვერტის ფორმასე და შევდგი მაცივარში 15 წთ. ასე გავიმეორე სამჯერ. ბოლო წასმაზე დავაყოვნე 2 საათით.

გულსართი:
მოხარშული და გატარებული ლობიო, რომელსაც დაუმატე ცხელსვე კარაქი, მარილი, შავი პილპილი და ცოტა ორეგანო.



მივეცი სასურველი ფორმა და თავზე წაუსვი კვერცხის გული, რომელიც გაზავებული იყო ცოტა რძეში.
გამოვაცხვე 180° 30წთ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა