თეგებით ძიება
30. 05. 2021 სპორტი

საბა ლობჟანიძე ახალ გუნდს მიუახლოვდა

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერის ჰატაისპორში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ajansspor წერს და იუწყებიან, რომ ქართველი შემტევი ჰატაისპორის მწვრთნელის ომერ ერდოღანის მთავარ სამიზნეებშია.

"ჰატაისპორმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, გუნდის მთავარი მწვრთნელის ომერ ერდოღანის მთავარ სამიზნეებშია გავარდნილი ანკარაგუჯუს გარემარბი საბა ლობჟანიძე. ახლა საქართველოს ნაკრების შემტევი თავისუფალი აგენტია და მას ჰატაისპორმა უკვე გაუგზავნა შეთავაზება," - წერს ajansspor.

საბა ლობჟანიძემ 2020/21 წლის სეზონში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა