თეგებით ძიება
31. 05. 2021 სპორტი

"ეფესი" ევროლიგის ჩემპიონია

საკალთბურთო ევროლიგას თურქული „ეფესის“ სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს.

ფინალურ შეხვედრაში ერგინ ატამანის შეგირდება „ბარსელონა“ ანგარიშით 86:81 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ევროლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

საჩემპიონო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ვასილი მიჩიჩი გახდა,რომელმაც პარკეტზე 34:54 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა შეასრულა. ასევე „ეფესის“ რიგებში 21 ქულით შეინ ლარკინი გამოირჩა.

„ბარსელონას“ საუკეთესო კალათბურთელი კი კორი ჰიგინდი იყო,რომელმაც კატალონიურ კლუბს 23 ქულა შესძინა.

ევროლიგის ბრინჯაოს მედლები „ოლიმპია მილანომ“ დაისაკუთრა, რომელმაც შენგელიას "ცსკა" დაამარცხა 73:83.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა