თეგებით ძიება
31. 05. 2021 სპორტი

ბარსელონას ქალთა გუნდმა ,,ტრებლი\'\' შეასრულა

კატალონიის „ბარსელონას“ ქალთა გუნდმა ესპანეთის თასის ფინალში „ლევანტე“ დაამარცხა და სეზონი „ტრებლით“ დაასრულა. „ბლაგრანამ“ გადამწყვეტი მატჩი დამაჯერებლად - 4:2 მოიგო და ეს ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.

„ბარსელონა“ პირველი გუნდია, რომლის მამაკაცებისა და ქალების გუნდებმა სეზონური „ტრებლი“ მოიგეს. მამაკაცებმა ეს 2008-09 და 2014-15 წლებში გააკეთეს, ქალებმა კი ტრიუმფით წლევანდელი გათამაშება დაასრულეს

ბარსელონელმა გოგონებმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ 4:0 გაანადგურეს, ესპანეთის ჩემპიონატში კი ფანტასტიკური სვლა აქვთ. 28-დან 28 მატჩი მოიგეს, თანაც ისე, რომ თავიანთ კარში მხოლოდ 7 გოლი აქვთ გაშვებული.

„ბარსას“ ქალთა გუნდმა ევროპული ტიტული წელს ისტორიაში პირველად მოიპოვა, თავის ქვეყანაში კი ბოლო დეკადაში ცალსახად დომინირებს. 2011 წლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, ხოლო თასი 7-ჯერ მოიგო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა