ხილის ნაყინი - უგემრიელესი და ჯანსაღი
მართალია, აქ ჩამოთვლილი ხილიდან ყველა არ შეიძლება გქონდეთ გაყინულ მდგომარეობაში, მაგრამ შეგიძლიათ სხვა ხილით (მაგალითად, ფორთოხლით, კივით, მანგოთი...) ან კომპოტის ნაყოფით ჩაანაცვლოთ.
საჭირო მასალა:
150 გრ გაყინული მარწყვი
150 გრ გაყინული მაყვალი
3 ცალი გაყინული ატამი
2 ბანანი
3 ნატეხი შაქარი
მომზადება:
დააბლენდერეთ ყველა ხილი ცალ-ცალკე და შემდეგ შეურიეთ ერთმანეთში.
მიღებული მასა კიდევ ერთხელ, ამჯერად ხელით ათქვიფეთ და ჩაასხით სპეციალურ ფორმებში.
გაყინეთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე საათში მზად არის.
gurmania.ge