თეგებით ძიება
31. 07. 2021 სპორტი

რატომ გაიპარნენ ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს ოლიმპიური სოფლიდან?

ქართველი ძიუდოისტები, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური სოფლიდან გაიპარნენ, რათა იაპონიის დედაქალაქში არსებული ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერცხლისმედალოსანი ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს სატელევიზიო კოშკზე შენიშნეს.

ქართველი ათლეტების ქმედება კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს, რის გამოც ვერცხლის პრიზიორებს აკრედიტაციები ჩამოერთვათ, გარდა ამისა, მათ შენიშვნაც გამოუცხადეს. უცხოურ მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობით, ისინი ოლიმპიური სოფლიდან გააძევეს.

ტოკიოს თამაშების მონაწილეებს ოლიმპიური სოფლის დატოვება ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოქროს მედალი მოიპოვა – ლაშა ბექაურმა. ვერცხლის მედლები კი: ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა