თეგებით ძიება
02. 08. 2021 სპორტი

გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, რუს მუსა ევლოევს დაუპირისპირდა.

მელიამ პირველი პერიოდი 0-3 დათმო, მეორეში კი მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა - 1:3.

გიორგი მელიამ პირველი ბრძოლა წააგო, თუმცა ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ლოპესნუნიესს შეხვდება. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა