თეგებით ძიება
03. 08. 2021 სპორტი

"ამას ჰქვია აღზრდა" - რას წერს რუსული მედია ლაშა ბექაურზე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის შესახებ რუსული მედია წერს:

"ძიუდოში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური დედასა და ბებიას შრომითი ემოგრაციიდან დაბრუნებს, იმ თანხით, რაც მან გამარჯვებით გამოიმუშავა. ბექაურის ახლობლები უკვე წლებია საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებიან.

ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს გამო, ბექაურს საქართველოს მთავრობა დაახლოებით 323 ათას დოლარს გადაუხდის. სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ეს თანხა მის ოჯახს ეკონომიკურად უზრუნველყოფს და დედასა და ბებიას სამშობლოში მშვიდად დაბრუნება შეეძლებათ.
აი, ამას ჰქვია აღზრდა!" - წერს Lenta.Ru ქართველ ჩემპიონზე.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. იაპონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებული, 1 მილიონი ლარით დასაჩუქრდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა